ოპოზიციის აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირებულია - როგორია პრეზიდენტის და "ოცნების" ოპონენტების პასუხი

01.04.25 20:27
ოპოზიციის აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირებულია - როგორია პრეზიდენტის და "ოცნების" ოპონენტების პასუხი

გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" მთავარი წუხილი გათქვა. ის სრულიად ოპოზიციის აკრძალვის მიზეზად ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტიამ სანქციების ეფექტი აღიარა, პრობლემა იგრძნო, თუმცა პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე დაკისრება უნდა. სწორედ ამიტომ ოლიგარქმა განიზრახა, პრობლემა პარტიების აკრძალვით გადაწყვიტოს. 

ეკონომიკური კრიზისი იმ პრობლემებს შორისაა, რომლის აღიარება "ოცნებას" არასდროს სურდა, ამიტომ გია ვოლსკის მიერ მასზე აქცენტი პირველი შემთხვევაა. სხვები კი ოფიციალურ მიზეზად საგამოძიებო კომისიის სხდომებს ასახელებენ და თან ისე, რომ კომისიას მუშაობაც კი არ დაუსრულებია.

"ოცნება" არ მალავს, რომ მისი სამიზნეა ყველა, ვინც დღეს პრობლემას უქმნის. იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვებსაც მიწვდეს, დოკუმენტში ასეთი რამ ჩაიწერა: აიკრძალება ყველა მსგავსი პარტია და თუკი იგივე ადამიანები ახალ პარტიას დააკომპლექტებენ, მათ სასამართლო 2 კვირაში გააუქმებს. 

"ოცნების" გეგმა ოპოზიციისთვის რეალურ საფრთხეზე მეტად იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილი თავად გრძნობს საფრთხეს. მის ლეგიტიმაციას არჩევნებიდან 5 თვის შემდეგაც არ აღიარებენ, სანქცირების პოლიტიკა არსად გამქრალა და მეტიც, არც შტატებიდან იგებს დამაიმედებელ ცნობებს, ამიტომ ამ პრობლემების გადაფარვა რეპრესიული კანონების მიღებით უნდა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ პრობლემა მას თავად შეექმნება, რადგან დემოკრატიულ სამყაროსთან კავშირს ამ გზით საბოლოოდ მოსპობს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები