"ბრძოლა რუსული მეთოდებით" - "ოცნება" რეპრესიულ კანონპროექტებს ერთი მეორეს მიყოლებით ამტკიცებს

01.04.25 20:53
"ბრძოლა რუსული მეთოდებით" - "ოცნება" რეპრესიულ კანონპროექტებს ერთი მეორეს მიყოლებით ამტკიცებს

რეპრესიული კანონი მედიის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" კითხვების დასმის, შენიშვნების და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მესამე მოსმენით მიიღო. მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმი კომუნიკაციების ეროვნული კომისია იქნება. თუკი კახა ბექაური ჩათვლის, რომ მაგალითად, ახლა ამ სიუჟეტში ესა თუ ის აზრი ნაკლებად ეთიკური, ნაკლებად დაბალანსებული ან სუბიექტურია, საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე გადაწყვეტს, გააფრთხილოს, დააჯარიმოს თუ ლიცენზია შეუჩეროს ტელევიზიას.

კანონის ამომქედების შემდეგ ტელევიზიებს ეკრძალებათ უცხოელი დონორებისგან დაფინანსების მიღება ან უცხოური დაფინასებით წარმოებული გადაცემების ეთერში გაშვება. 

დღეს მესამე მოსმენით მიღეს ივანიშივლის ე,წ, ფარას კანონოპროექტი, რომელიც ონლაინ მედიას, პრაქტიკულად, აგენტებად აცხადებს. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ამერიკული კანონი თარგმნა, თუმცა ამერიკაში ეს კანონი არ ეხება მედიას და სამოქალაქო სექტორს. ის მიმართულია მტრული სახელწმიფოს ლობისტების წინააღდეგ.

საქართველოში დღეს მიღებული კანონით რეჟიმი გეგმავს, ყველა ონლაინ გამოცემას უცხოელი დონორებისგან ან დაფინანსების წყაროები გადაუჭრას და ამით მოგუდოს, ან აგენტებად შერაცხოს ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტი. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები