ზურაბიშვილმა ივანიშვილის რეჟიმი ბრიტანელ პარლამენტარებთან ამხილა - რა იყო პრეზიდენტის მთავარი გზავნილები
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხილების სერია ივანიშვილის რეჟიმს ბრიტანეთის პარლამენტიდან მოუწყო.
პრეზიდენტმა ბრიტანელ პოლიტიკოსებს პირდაპირ უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ბრიტანეთის დასანქცირების შიშით, ქვეყანა, პრაქტიკულად, რუსი ოლიგარქებისთვის ნაცრისფერ ზონად აქცია.
მისივე თქმით, მან ბრიტანეთის ოფშორულ ზონებში შენახული მილიონობით დოლარის აქტივები საქართველოში გადამალა, რათა სანქციებს თავი დააღწიოს.
ბიძინა ივანიშვილს აქვს აქტივები ოფშორულ ზონებში დიდ ბრიტანეთში, არა მხოლოდ, ვირჯინიის კუნძულებზე , სხვაგანაც. მან პარლამენტს მიაღებინა კანონი “ოფშორების“ შესახებ , რომელიც უფლებას აძლევს საქართველოს მოქალაქეს ოფშორული ზონებიდან საქართველოში უკან გადმოიტანოს აქტივები. ეს კანონი ძალიან სახიფათოა , მე მას ვეტო დავადე თავის დროზე. ეს კანონი ნებისმიერ პოტენციურად სანქცირებულ ოლიგარქს, ივანიშვილის მეგობარი ქვეყნებიდან, აძლევს ნებას ქონება საქართველოში გადმოტანოს. ეს საქართველოს სამომავლოდ ნაცრისფერ ზონად აქცევს,- განაცხადა ზურაბიშვილმა.