ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ეს რეჟიმი უკან ვერ დაგვახევინებს- სალომე სამადაშვილი

01.04.25 22:20
ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ეს რეჟიმი უკან ვერ დაგვახევინებს- სალომე სამადაშვილი

ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარისთვის მზად და არანაირი მოძრაობები, რაც შეიძლება ამ რეჟიმმა ჩვენთან მიმართებით გააკეთოს, არცერთი ნაბიჯით უკან არ დაგვახევინებს, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, - ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებას.

როგორც სამადაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წლებია დევნიან სამართლებრივად და ეს დევნა მათთვის ახალი არ არის.

“ჩვენ ყველა ამას ვიღებთ როგორც პატივს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა არის მნიშვნელოვანი მოთამაშე“,- თქვა სამადაშვილმა. 

ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარისთვის მზად და არანაირი მოძრაობები, რაც შეიძლება ამ რეჟიმმა ჩვენთან მიმართებით გააკეთოს, არცერთი ნაბიჯით უკან არ დაგვახევინებს, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წლებია დევნიან სამართლებრივად, მრავალწლიანი დავა აწარმოეს მათ წინააღმდეგ, ბადრი ჯაფარიძეს გაუუქმეს მანდატი. ჩვენთვის დევნა და შევიწროვება ახალი არ არის, ეს არის შემდგომი ფაზა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ამას ვიღებთ როგორც პატივს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა არის მნიშვნელოვანი მოთამაშე,- განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილი არ დაიშურებს ძალისხმევას ხაზარაძე-ჯაფარიძის სამართლებრივი დევნისთვის, თუმცა ხვალ რა ფორმით გადაწყვეტს ამას, არ იცის“.

წლებია დევნიან ამ ადამიანებს, არცერთხელ მათ უკან არ დაუხევიათ. ორივეს ჰქონდა შესაძლებლობა წასულიყო ამ ქვეყნიდან და გაქცეოდა ივანიშვილის მსახვრალ ხელს, რასაც მართლმსაჯულებას ეძახის რეჟიმი. ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა, ხვალ რა პრინციპით შეიძლება მამუკა ხაზარაძის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერ სუნდა მოელოდო“, - დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები