ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა - სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი ინიშნება

02.04.25 11:03
ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა - სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი ინიშნება

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მოულოდნელად დაგეგმილი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

სუს-ს "ოცნება" ანრი ოხანაშვილს აბარებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ, იუსტიციის მინისტრად დანიშნეს. 

ცნობილი გახდა, რა თანამდებობას დაიკავებს თავად ლილუაშვილი - დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელსაც სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს. 

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, უწყების ახალი ხელმძღვანელი პაატა სალია იქნება. 

მსგავსი სიახლეები