"ვაი თქვე **ეებო" - წულუკიანის კომისიამ ზურაბ ჯაფარიძე დაიბარა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წულუკიანის საგამოზიებო კომისია გამოკითხვაზე იბარებს -
ჯაფარიძე კომისიაზე 4 აპრილს არის დაბარებული.
"წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს. ვაი თქვე **ეებო", - წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.