ნიკა გვარამია წულუკიანის კომისიაზე დაიბარეს - პოლიტიკოსი სხდომაზე არ მივა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია წულიკიანის კომისიამ დაიბარა.
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ის წულუკიანის კომისიის სხდომაზე 8 აპრილს, 10.00 საათზეა დაბარებული.
"მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ"- დაწერა კოლიციის ლიდერმა.
ბატონო ნიკა,
ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით"- წერია პატივისცემით, საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელის ნინო ჭიპაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილში.
წულუკიანის საგამოზიებო კომისია გამოკითხვაზე იბარებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ის კომისიაზე 4 აპრილს არის დაბარებული, თუმცა ცნობილია რომ წულუკიანთან არც ჯაფარიძე მივა.