მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით
სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუსის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით:
ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუსიც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. "ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.
სუსს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ანრი ოხანაშვილი სუსის ხელმძღვანელი ხდება, იუსტიციის მინისტრად პაატა სალიას დანიშნავენ.