ჯეიმს მაკკლერი: "გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს"
"გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს" - ლონდონს ქმედებებისკენ ჯეიმს მაკკლერი მოუწოდებს.
ლიბერალური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თემთა პალატაში სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს და უფრო დეტალურად გაიგეს ივანიშვილის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ.
მეტი ცნობები საქართველოდან დემონსტრანტების დაკავებებსა და არასათანადოდ მოპყრობაზე. ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდე არა, სანამ დამამცირებელი და დამაკნინებელი მოპყრობის ქვეშ არ მოაქციეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფრო მკაცრი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკკლერმა.
ჯეიმს მაკკლერი არის ბრიტანელი პოლიტიკოსი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში 2024 წლიდან წარმოადგენს ლუისის ოლქს.
რამდენიმე თვის წინ, ჯეიმს მაკკლერიმ გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ივანიშვილის დასანქცირების წინადადებას 20-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.