წულუკიანის კომისიამ ნიკა მელია დაიბარა

02.04.25 12:42
წულუკიანის კომისიამ ნიკა მელია დაიბარა

წულუკიანის კომისიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარა. ინფორმაციას კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თენგო თევზაძე ავრცელებს.

"ნიკა მელიაც დაიბარეს, როგორი დამთხვევა ერთი კოალიციის სამ ლიდერს ერთდროულად რომ იბარებენ! ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე - ნეტა რა სისტემით იბარებენ ხალხს? პარტიების მიხედვით არ იკადრებდნენ და შემთხვევით ანბანის მიხედვით ხომ არ შვებიან?", - წერს თევზაძე.

ე.წ. კომისიაზე დაიბარეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. არცერთი მათგანი პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და სხდომაზე მისვლას არ აპირებს. 

ეს იმის მიუხედავად, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.