მამუკა ხაზარაძის საქმე - ცნობილია, რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა

02.04.25 13:03
მამუკა ხაზარაძის საქმე - ცნობილია, რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა

პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის თეა წულუკიანის კომისიის "მოთხოვნის შეუსრულებლობის" გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორმა "ტვ პირველს" განუცხადა. 

მისი თქმით, "ძლიერი საქართველოს" ლიდერის წინააღმდეგ, სხვა დამატებითი ღონისძიებებს არ ითხოვენ: 

ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილია ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის მიმართ აღვეთის ღონისძიების სახით გირაო. გირაოს თანხად ვითხოვთ 50 000 ლარს.

ვითხოვთ, მხოლოდ გირაოს, სხვა დამატებითი ღონისძიებების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მამუკა ხაზარაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, შესაბამისად, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მის მიმართ გირაოს მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ახალ ბრალზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა იწყება.

პროცესზე არსენ კალატოზიშვილი ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

სასამართლოს პარალელურად, შენობის გარეთ მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერი აქცია იმართება.