მზადება არჩევნებისთვის თუ შურისძიება ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის გამო - რატომ შეცვალეს ლილუაშვილი?
რისი მცდელობა აქვს ბიძინა ივანიშვილს ე.წ. სამთავრობო ცვლილებით? - ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად მზადება დაიწყო და რეგიონები რეჟიმმა სუს-ის ექს შეფს ჩააბარა, სპეცსამსახურები კი კობახიძის ნდობით აღჭურვილ პირს -ანრი ოხანაშვილს გადააბარა.
"პირველები" დაინტერესდა, რას უკავშირდება ცვლილებები "ოცნების" რიგებში - ერთპარტიული პარლამენტის წევრების ნაწილი აღიარებს რომ სამთავრობო ცვლილების ამბავი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გაიგეს.
ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ლილუაშვილს ოლიგარქმა მისი მილიონების მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვა არ აპატია.
ადგილობრივ არჩევნებში მემგონი ყველაზე თავდაჯერებლები ვართ. უსამშობლოები ბოლომდე გაიშიფრნენ.
ჩვენ როგორც აქამდე მწყობრად, მშვიდად ვიგებდით არჩევნებს, ახლაც, კიდევ უფრო მეტად მშვიდად და დამაჯერებლად მივალთ გამარჯვებამდე"- აცხადებს ზარქუა.
კითხვაზე, ბაჩიაშვილის გასვლა ქვეყნიდან ისე, რომ ვერ მოახერხა მისი კონტროლი უსაფრთხოების სამსახურმა იყო თუ არა მიზეზი, რის გამოც ლილუაშვილს დროზე ადრე მოუწია ამ პოზიციის დატოვება, ირაკლი ხარქუა ამბობს:
შეხება არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოვრიცხავ. თქვენ მცდელობა გაქვთ, რომ ერთი თემა მეორეს მიაბათ"- დასძინა მან.
"ოცების" კიდევ ერთი წევრი, შოთა ხაბარელიც ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვას ლილუაშვილის სუს-ის შეფის პოსტიდან წასვლასთან კავშირი არ აქვს.
ორი თვით ადრე იქნება თუ ორი თვის მერე, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. რა შუაშია ბაჩიაშვილი აქ? ერთი რაღაცა პატარა ობიექტი. დანარჩენს რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტა დადებითად. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად იქნება"- ამბობს შოთა ხაბარელი.
დროზე ადრე დაატოვებინეს თანამდებობა - ეს არაადეკვატური შეფასებაა იმ უშველებელი ამოცანების გათვალისწინებით, რაც ამ ახალ სამინისტროს დაესკისრება. რაც შეეხება ბაჩიაშვილის თქვენს მიერ ორგანიზებულ გაპარებას, ამასთან დაკავშირებით რასაკვირველია დასკვნები იქნება გაკეთებული. სამწუხაროა, მაგრამ ეს მარტო საქართველოს არ ახასიათებს, უმაღლესი დაცვის მქონე სისტემები არ მუშაობს ხოლმე, როდესაც ეს კონსპირაცია ხორციელდება"- თქვა მან.