ვის ჩააბარეს სინდისის 11 პატიმრის საქმე - მორიგი სხდომა 24 აპრილს ჩაინიშნა

02.04.25 16:21
ვის ჩააბარეს სინდისის 11 პატიმრის საქმე -  მორიგი სხდომა 24 აპრილს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა სხდომა გახსნიდან მალევე,  24 აპრილამდე გადაიდო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროცესი კვლავ ნახევრად დახურული ფორმატით დაიწყო. დარბაზში არ შეუშვეს ბრალდებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული, რეზო კიკნაძე, რომელიც წინა სხდომაზე მოსამართლემ სხდომის დახურვის საკითხზე პროტესტის შემდეგ გააძევა.

მისი თქმით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე განსახილველად გუშინ დაეწერა და საქმის მასალების შესასწავლად დრო სჭირდება.