ქვეყნის ღალატი პირდაპირ ეთერში-სააკაშვილი წულუკიანის კომისიაზე

02.04.25 16:19
ქვეყნის ღალატი პირდაპირ ეთერში-სააკაშვილი წულუკიანის კომისიაზე

ჩვენ ვართ მოწმე პირდაპირ ეთერში მიმდინარე ღალატის, -ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიას.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა “ახლა საქართველოს არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს, რადგან პარლამენტი თვითგამოცხადებული ორგანოა.“

ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი არის ჩემი მოგონილი, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. ოლიგარქმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომელიც გასულ წელს, აპრილში რუსთაველზე გამოსვლის დროს თქვა, ის ემზადება ბოდიშის მოსახდელად, ასრულებს იმ დანაპირებს რაც მისცა ჩვენს დამპყრობელს, რუსეთს.

შექმნეს ე.წ კომისია და ვის მიაბარეს ეს კომისია. ემზარ კვიციანი, ეს ყაჩაღი, ეს ნაძირალა და მოღალატე. ესაა ვინც შევარდნაძის დროს აკონტროლებდა კოდორის ხეობას. ემზარ კვიციანის დაკითხვა რათ გინდათ აიღეთ და დაკითხეთ მედვედევი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ესწრება.