რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - კალასი საქართველოზე
საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად რთულია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კალასის თქმით, “საქართველოს მთავრობისადმი გამიზნული სახსრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების მხარდაჭერისკენ გადაამისამართეს, რათა დაეხმარნენ მათ ევროპული გზით მოძრაობაში“.
საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა. ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირს და მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. თუმცა საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სხვა გზა აირჩია. საკითხავია, რა ინსტრუმენტები გვაქვს ჩვენ ხელსაწყოთა ყუთში საქართველოს ნამდვილად დასახმარებლად. ჩვენ უკვე გადავამისამართეთ საქართველოს მთავრობისადმი გამიზნული სახსრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების მხარდაჭერისკენ, რათა დავეხმაროთ მათ ევროპული გზით მოძრაობაში“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, სანქციებს 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა წევრი ქვეყნები მუშაობენ, რისი გაკეთება შეუძლიათ:
რაც შეეხება სანქციებს ჩვენ გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ეს არის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დავაწესეთ სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის, მაგრამ მუდმივად განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია რეალურად“, – განაცხადა კაია კალასმა.