არალეგიტიმური, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლით კანონი არ დამირღვევია - ბადრი ჯაფარიძე სასამართლოშია

02.04.25 17:37
არალეგიტიმური, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლით კანონი არ დამირღვევია - ბადრი ჯაფარიძე სასამართლოშია

 

 

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ამ დრომდე ელოდება.

ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მასაც იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც ხაზარაძემ გაიარა, საუბარია, ბრალის წარდგენაზე, აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობაზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ “არალეგიტიმური, ე.წ. საგამოძიებო კომისია ანგარიშწორებისთვისაა შექმნილი და იქ მისვლას არ აპირებდა.“

არალეგიტიმური, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დაბარებაზე მისვლას არ ვაპირებდი, რადგან ეს არის ანგარიშსწორებისთვის შექმნილი რუსული  ხელისუფლების მიერ შექმნილი ინსტურმენტი, ოპონენტების გაშავების და ანგარისშწორებისთვის. ცხადია, ამით კანონი არ დაგვირღვევია, იმიტომ, რომ უკანონო და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის დაძახებაზე მისვლა-არ მისვლა, არ არის კანონის დარღვევა, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, “ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია გამოიყენება ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის და არის სრულად მიტაცებული ივანიშვილის მიერ“.

მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძემ წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ თეა წულუკიანმა პროკურატურას მიმართა. 

"ქართულოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკოსის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულია, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეცა, ბადრი ჯაფარიძე კი პროკურატურის ნაცვლად მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.