ეს არის რუსეთი და რუსული რეჟიმი, მზად ვართ წინააღმდეგობისთვის- ნიკა გვარამია

02.04.25 18:00
ეს არის რუსეთი და რუსული რეჟიმი, მზად ვართ წინააღმდეგობისთვის- ნიკა გვარამია

 

 

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ კიდევ ბევრ “იარაღს გამოიყენებს“, თუმცა ისინი ზმად არიან, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ.

გვარამიას განცხადებით, “წულუკიანი კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ მივიღოთ ის, რასაც დღეს ვხედავთ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან დაკავშირებით.“

“ეს არის რუსეთი და რუსული რეჟიმი, მზად ვართ წინააღმდეგობისთვის“- თქვა გვარამიამ.

ეს არ არის ერთადერთი იარაღი, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებენ, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, ეს არის რუსეთი და რუსული რეჟიმი, ასე რომ, მზად ვართ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ ეს მივიღოთ შედეგად, რასაც ახლა ვუყურებთ, არა მხოლოდ მამუკასთან დაკავშირებით, არამედ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან დაკავშირებით. რაელურად ისეთი ფართოა ამ კომისიის უფლებამოსილება და დაფარვა, როგორც ქრონოლოგიური, ასევე თემატური თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი შეიძლება აღმოჩნდეს, სასამართლოს წინაშე,- განაცხადა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია წულიკიანის კომისიამ დაიბარა.  ის ამბობს, რომ კომისიაზე მისვლას არ აპირებს.