ცაჰკნა რეპრესიულ კანონებზე: მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას
მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას, საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
ცაჰკნა მიიჩნევს, რომ “ახალი კანომდებლობის მიზანი შემდგომი რეპრესიებისა და სამოქალაქო სივრცის ლიკვიდაციისთვის ნიადაგის მომზადებაა.“
მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და შემდგომი რეპრესიებისა და სამოქალაქო სივრცის ლიკვიდაციისთვის ნიადაგის მომზადებას“, - წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ კაია კალასმა და მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ “ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის“.