ბრიტანული სანქციები კლანის შეფებს - ვის გვერდით მოხვდნენ ქართული სასამართლოს შეფები

02.04.25 20:07
ბრიტანული სანქციები კლანის შეფებს - ვის გვერდით მოხვდნენ ქართული სასამართლოს შეფები

ბრიტანეთის თემთა პალატაში მოწყობილი საგანგებო მოსმენიდან მეორე დღეს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე კირ სტარმერის მთავრობამ გლობალური ანტიკორუფციული სანქციები სიაში მოაქცია.  სასამართლო კლანის ბოსებად აღიარებული პირები, ამიერიდან ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება, ყველა აქტივი, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ. ვეღარ შეძლებენ, საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას და დიდი ბრიტანეთის საზღვარი მათთვის სამუდამოდ ჩაიკეტება. ეს არის ყველაზე ძლიერი სანქცია, რაც აქამდე ბრიტანეთს საქართველოს მოქალაქისთვის დაუწესებია.

თბილისში გაკეთებული შეფასებებით, ამ გადაწყვეტილებით რეჟიმის მსახური სასამართლოს რეპუტაცია ბოლომდე გაცამტვერდა. სანქციების დასაბუთების დოკუმენტში, რომელიც ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ გამოაქვეყნა, პირდაპირ წერია, რომ კლანის ბოსები კორუფციის ბრალდებით დაასანქცირეს.  დოკუმენტის თანახმად, ისინი ძალაუფლებას, ქართული ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებდნენ და სანაცვლოდ, სხვადასხვა ჯილდოს იღებდნენ. 

ყოფილი მოსამართლეების შეფასებით, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ანგარიშზე ათობით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მათ შორის 50-ზე მეტი სინდისის პატმრის საქმე, რომელიც კლანის მსახურებაში მყოფმა მოსამართლეებმა ციხეში ოცნების ხელისუფლების დაკვეთით გაუშვეს. ახლა ბრიტანეთის სამიზნე ყველა ის მოსამართლეა, ვინც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.

ბრიტანული სანქციები კლანის შეფებს - ინა ცარციძე დეტალებით