პოლიტიკური რეპრესიების ახალი სერია რეჟიმისგან - ყველა, ვინც წულუკიანის კომისიას არ აღიარებს, სასამართლოში იბარებენ
50 000 ლარი - ეს არის ფასი, რომელიც რეჟიმმა ე.წ. კომისიაზე არ მისვლისა და დაუმორჩილებლობის ამ აქტის გამო დაუდგინა მამუკა ხაზარაძეს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და მამუკა ხაზარაძეს გირაოს გადასახდელად 30 დღე განუსაზღვრა.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა დღეს მოსამართლეს აუხსნა, რატომ არ მივიდა წულუკიანის კომისიაზე. ხაზარაძე ამბობს, რომ ის არ მივიდა და არც მივა იმ პარლამენტში რომელიც არალეგიტიმურია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად ოლიგარქი წულუკიანის კომისიას იყენებს. დღეს მაგისტრი მოსამართლის თანხლებით ლელოს კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოჰკითხეს. მასაც რეჟიმი წულუკიანის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.
სასამართლოში დაიბარეს დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. ოქრუაშვილისთვის ე.წ. კომისიას კითხვები ომის გამოძიების ფარგლებში ჰქონდა, თუმცა სამშობლოს წინააღმდეგ ჩვენება ოქრუაშვილმა არ მისცა, ამიტომ ახლა ხაზარაძის გზის გავლა დიდი ალბათობით მასაც მოუწევს.