ანდრო ჭიჭინაძის საქმე ევროსასამართლომ განსახილველად დაჩქარებულ ვადაში მიიღო

02.04.25 20:37
ანდრო ჭიჭინაძის საქმე ევროსასამართლომ განსახილველად დაჩქარებულ ვადაში მიიღო

ანდრო ჭიჭინაძის საქმე ევროსასამართლომ განსახილველად დაჩქარებულ ვადაში განაცხადის გაგზავნიდან 4 დღეში მიიღო. ადვოკატების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ ევროპული სასამართლო ხედავს საფრთხეს პოლიტიკურ დევნაში და ვარაუდობს, რომ პატიმრები მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში სამართალს ვერ იპოვიან. დღეს ჭიჭინაძემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლო დარბაზში გაიგო.

სინდისის პატიმრები არსებითი განხილვის დღეს მზად იყვნენ მოსამართლისთვის სიტყვით მიემართათ, თუმცა პროცესი დაწყებიდან ნახევარ საათში გადაიდო. მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ახალბედა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს საქმე გუშინ დაეწერა და მრავალტომიან მასალას ვერ გაეცნო, პროცესი გადადო. დღევანდელი პროცესი კვლავ ნახევრად დახურული იყო - იმის მიუხედავად, რომ არსებითი განხილვა დაიწყო, მოსამართლემ დღევანდელ პროცესზეც არ დაუშვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.

დღევანდელ სხდომაზე ბადრაგის სამსახურს არ მიუყვანია რეზო კიკნაძე. სინდისის პატიმარი კვლავ დასჯილია. წინა პროცესზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ის დარბაზიდან გააძევა.

ჭიჭინაძის საქმე ევროსასამართლოში - ნინო ღვედაშვილი დეტალებით