სროლა და დაპირისპირება აგლაძის ქუჩაზე - "პირველების" ინფორმაციით, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ

02.04.25 20:43
სროლა და დაპირისპირება აგლაძის ქუჩაზე - "პირველების" ინფორმაციით, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ

სროლა და შეიარაღებული  თავდასხმა აგლაძის ქუჩაზე ათობით თვითმხილველის თვალწინ, გვიან ღამით მოხდა. ვიდეო კადრებში, რომლებიც მეზობლებმა გადაიღეს, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. ქუჩური გარჩევა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სრულდება. ამის შემდეგ უკვე ადგილზე ჩნდება პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და გარჩევაში მონაწილე პირები გარბიან.

ქუჩური გარჩევა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მეზობლებმა აივნებიდან გინების და ყვირილის ხმაზე გადაიხედეს და დაინახეს რომ ძირს დაგდებულ ახალგაზრდას ათამდე პირი ურტყამდა. ამის შემდეგ უკვე ხალხი ქვემოთ ჩარბის და მათ გაშველებას ცდილობს. სროლის შედეგად არავინ დაჭრილა. სავარაუდო დამნაშავემაც და თავდასხმის ობიექტმაც ტერიტორია პოლიციის მოსვლამდე დატოვეს.  

შეიარაღებულ თავდასხმას წინ, სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ყველაფერი "ნიკორას" სუპერმარკეტში დაიწყო. ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგეს.  სავარაუდოდ ერთი ტყვია მოხვდა მაღაზიის მინასაც, რომელიც ჩამსხვრეულია.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველების კამერამ დღეს გადაიღო  კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებიც, რომლებიც ადგილზე მეზობლების გამოსაკითხად მივიდნენ, თუმცა რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ამოიღო თუ არა პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის იარაღი, სომალურის უწყება არაფერს ამბობს.

სროლა და ჩხუბი თბილისში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით