მესამე სექტორი ელენე ხოშტარიას მორალურ ტერორში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს
პოლიციელები, რომლებიც ელენე ხოშტარიას მიმართ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში არიან მხილებული ამ დრომდე არ დაკითხულან. ნინო ჩხარტიშვილი, სალომე ლაშხი და დავით ბოლოთაშვილი - პოლიციელების ვინაობა რომლებმაც ხელებშეკრულ პოლიტიკოსზე იძალადეს და გააშიშვლეს დღეს მესამე სექტორმა დაასახელა. იურისტები ქალი პოლიტიკოსის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამოძიებას ითხოვენ.
ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა რეჟიმმა რუსეთიდან გადმოიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტეს რომ პირადი შემოწმების დროს სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია. იურისტები ამბობენ რომ ელენე ხოშტარიას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა განგრძობითი ხასიათისაა. ნაცვლად იმისა რომ ტერორში მხილებული პოლიციელები დასაჯონ, სისტემა ხოშტარიაზე წნეხს აგრძელებს - პროპაგანდისტული არხების მეშვეობით მოუწოდებს, დათანხმდეს კადრების გასაჯაროებას.