წულუკიანის კომისიის მიზანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელოს და ქვეყანა აგრესორად გამოაცხადოს - ნაცვლიშვილი

02.04.25 23:52
წულუკიანის კომისიის მიზანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელოს და ქვეყანა აგრესორად გამოაცხადოს - ნაცვლიშვილი

ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი არალეგიტიმური უწყების კვალიფიკაციას ანიჭებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ წულუკიანის კომისიის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელოს და მოამზადოს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას 2008 წლის ომში აგრესორად გამოაცხადებს. 

ეს კომისია არალეგიტიმურია. მისი ანტისახელმწიფოებრიობის და არალეგიტიმურობის თემა ძალიან მძიმედ გამოჩნდა, როდესაც გაიშიფრა კომისიის რეალური მიზანი და ამოცანა. ამ კომისიის რეალური მიზანი და ამოცანა არის, შეასრულოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოქმედებები და მოამზადოს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გამოაცხადებს აგრესორად, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის მძიმე სამართლებრივი პრობლემა იქნება". - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.