ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.
ბერაიამ თანამდებობაზე სოსო რამიშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი გუშინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამ დრომდე ირაკლი ბერაიას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რა ვიცით დაჩი ბერაიას შესახებ
- ოფიციალურად, ბერაია „ქართულ ოცნებაში“ 2016 წლიდან ირიცხებოდა, 2022 წლის ანტიდასავლურ პარტიას „ხალხის ძალას“ შეუერთდა.
- ბერაიამ 2023 - 2024 წელებში მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.
- იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია“. (დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი).
- პარლამენტის საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ბერაიამ კარიერა დაიწყო 2001 წელს, როდესაც იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შიკრიკი, შემდეგ 2004 წლამდე ამავე ბანკის სპეციალისტ-შემფასებელი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ გადავიდა. ის ივანიშვილის ბანკში 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ბოლოს - ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორად.