ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა

03.04.25 10:45
ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში საქართველოც მოხვდა.  ტრამპმის თქმით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს.

მაგალითად, ჩინეთს ამერიკულ საქონელზე 67%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება. ევროკავშირზე - 20%, ვიეტნამზე - 46%, ტაივანზე - 32%, იაპონიაზე - 24%, ინდოეთზე - 26%, სამხრეთ კორეაზე - 25%, ტაილანდზე - 36%, შვეიცარიაზე - 31%, ინდონეზიაზე - 32%, მალაიზიაზე - 24%, დიდ ბრიტანეთზე - 10%, ისრაელზე - 17%, სამხრეთ აფრიკაზე - 30%. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და თურქეთის მიმართ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს.

საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, რუსეთი არ არის სიაში, რადგან აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები "რამე მნიშვნელოვან ვაჭრობას გამორიცხავს", გარდა ამისა, მათ მიმართ არსებული გადასახადები და სანქციები უკვე "ძალიან მაღალია".