ივანიშვილმა ამერიკასთან მიმართებით ბოლო იმედიც დაკარგა - კუპრაძე

03.04.25 16:03
ივანიშვილმა ამერიკასთან მიმართებით ბოლო იმედიც დაკარგა - კუპრაძე

 "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკასთან მიმართებიტ ბოლო იმედიც დაკარგა, როდესაც ნახა, რომ "ოცნების" და მის წინაარმდეგ დაწესებული სანქციები ტრამპის ადმინისტრაციამაც ძალაში დატოვა.

ოპოზიციონერის თქმით, "ოცნებას" ტყუილად ჰქონდა ილუზია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გაგებით მოეკიდებოდა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. 

"ქართული ოცნება" დიდი ხნის განმავლობაში აწესებდა რაღაც ვადებს, რომ რაღაც დრომდე მათ უნდა გაეძლოთ და იმედი ჰქონდათ, რომ აშშ და სახელმწიფო დეპარტამენტი რაიმე ტიპის ლმობიერებით მოეკიდებოდა მათი მხრიდან უკანონობას, საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვას და ადამიანების უფლებების დარღვევას. დღეს ჩვენ მოვიმისნეთ ის მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც პირდაპირ აფასებს ივანიშვილის საპოლიციო ავტორიტარიზმს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევით შეუძლებელია რაიმე ტიპის დემოკრატიის ან თანამშრომლობის შექმნა. ივანიშვილმა დაკარგა ბოლო იმედიც, რაც შეიძლებოდა, მას ჰქონოდა. დღეს სისტემა ირღვევა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

"ქართული ოცნება" დონალდ ტრამპს უკვე ღიად აკრიტიკებს.  ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა "დიფ სთეითის" დამარცხება ვერ შეძლო, რადგან სანქციები, რომელიც "ოცნების" მაღალჩინოსნებს აშშ-ს წინა ხელისუფლებამ დაუწესა, ჯერ ისევ ძალაშია. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის კრიტიკას წინ ზაზა შათირიშვილის წერილი უძღოდა. ექსპერტის, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებით ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს. 

ეს უკანასკნელი წერს რომ დონალდ ტრამპი ეგრეთწოდებულ "დიფ სთეითს" დაემორჩილება.