ზურაბიშვილი: პარტნიორების მხრიდან ხელახალი არჩევნების გზის მხარდამჭერი ურყევი ხმები გვჭირდება

03.04.25 16:41
ზურაბიშვილი: პარტნიორების მხრიდან ხელახალი არჩევნების გზის მხარდამჭერი ურყევი ხმები გვჭირდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს, ჰელსინკის კომისიას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ეუთო/ოდირს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მიმდინარე ბრძოლაში ქართველ ხალხს მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება. 

ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. ჩვენ გვჭირდება მკაფიო და ურყევი ხმები, რომლებიც მხარს უჭერენ ახალი არჩევნებისკენ მიმავალ გზას", - წერს ზურაბიშვილი.