ჩააბარებს თუ არა "ოცნება" ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინეთს - რა საფრთხეებზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი

03.04.25 17:57
ჩააბარებს თუ არა "ოცნება" ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინეთს - რა საფრთხეებზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი

ჩაუგდებს თუ არა ხელში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს  "ოცნება" კომუნისტურ ჩინეთს - სამოქალაქო საზოგადოება საფრთხეებზე საუბრობს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩინეთის პარტნიორია, ამერიკის პარტნიორი ვერასდროს იქნება, ამიტომ ახლა ივანიშვილს გუნდს ასეთ არჩევანი აქვს: ან ჩინეთი, ან განვითარებული დასავლეთი. 

აქ შემოდის უკვე ჩინური ინტერესი, რომელიც არ შეიძლება, იყოს საქართველოს ინტერესი. ჩვენ ვიცით, ჩინელები როგორ მოქმედებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი თავიდან შემოდიან ეკონომიკის კონკრეტულ სფეროში და შემდეგ უკვე ავრცელებენ თავიანთ პოლიტიკას და უჩნდებათ პოლიტიკური ინტერესები.

არ ვიცი, ახლა, რა ფორმით შეეცდებიან ისინი, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიონ, თუმცა, მე მგონია, მთავარია, რომ ჩვენ გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა. ის, რომ ამერიკის პარტნიორი ვერ იქნება ის ქვეყანა, რომელიც არის ჩინეთის პარტნიორი, ეს არის ფაქტი. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან ჩინეთი ან გავითარებული დასავლეთი, - ამბობს ეკა გიგაური. 

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ჩინეთის მონაწილეობა სტრატეგიული პორტის მშენებლობაში კითხვებს გააჩენც, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ევროინტეგრაციას არ წაადგება.  

ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტში, რასაკვირველია, დაბადებს კითხვის ნიშნებს სამომავლოდ. თუ ჩვენ გვინდა დასავლურ სივრცეში ინტეგრირება და ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდი სიფრთხილით ეკიდებიან დასავლური სახელმწიფოები ექსპერტები ჩინეთის მზარდ, ექსპენსიურ პოლიტიკას. არ მგონია, რომ ეს საქართველოს მომავალ ევროპულ პერსპექტივას წაადგეს, - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.