ბრიტანული სანქციების უსწრაფესი ეფექტი - კლანის შეფების სახელზე ანგარიშები ქართულ ბანკებში აღარ იძებნება

03.04.25 20:23
ბრიტანული სანქციების უსწრაფესი ეფექტი - კლანის შეფების სახელზე ანგარიშები ქართულ ბანკებში აღარ იძებნება

ბრიტანული სანქციების უსწრაფესი ეფექტი - კლანის შეფების სახელზე ანგარიშები ქართულ ბანკებში აღარ იძებნება. "პირველებმა" ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა. "ტვ პირველი" შეეცადა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით და პირადი ნომრით ლევან მურუსიძისთვისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სიმბოლური თანხა ჩაერიცხა. 

თუმცა, სისტემამ აჩვენა, რომ არცერთ მათგანს ანგარიში არ აქვს არც საქართველოს ბანკში და არც თიბისიში. არადა, ლევან მურუსიძის დეკლარაციით დგინდება, რომ ის თიბისი ბანკში ფლობდა ანგარიშს და ხელფასი სახელმწიფო ხაზინიდან იქ ერიცხებოდა.

ამ დროისთვის დაუდგენელია, მურუსიძემ და ჩინჩალაძემ ბრიტანული სანქციების შემდეგ მოასწრეს თუ არა ბანკში შენახული ფულის გამოტანა, თუ ბანკებმა ანგარიშები ისე დაუხურეს, რომ მათი თანხაც გაიყინა. ლევან მურუსიძესთან და მიხეილ ჩინჩალაძეს ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ახლა სხვებისთვის საშიშია, რადგან სანქცირებული პირთან ფინანსურ გარიგებაში შესვლა, ან მისი დახმარებაც, მესამე პირის დასანქცირებას იწვევს. 

ივანიშვილს კლანი დაუსანქცირეს - დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში ნახეთ.