ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს? - ბოლო გაფრთხილება შტატებიდან მიღებულია

03.04.25 20:39
ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს? - ბოლო გაფრთხილება შტატებიდან მიღებულია

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს? - როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდი ნებისმიერ ფასად აპირებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინელებს მისცეს და ამ ნაბიჯით შავი ზღვის უსაფრთხოება გაწიროს.

არადა, ჰელსინკის კომისია აფრთხილებს ოლიგარქს, რომ ჩინეთი რუსეთთან ერთად საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონს. არც მოწოდება, არც გაფრთხილება, არც თხოვნა "ქართულ ოცნებას" აღარ ესმის. ჯერ ანაკლიიდან დასავლური ინვესტიციები განდევნეს, ახლა კი ამერიკას ჩინეთის საპირწონედ ინვესტიციის ჩადებას სთხოვენ.  

ჩინეთისთვის სტრატეგიული ობიექტების ჩაბარება ამერიკისთვის წითელი ხაზია. ტრამპის ახალი ადმინისტრაცია კომუნისტურ ჩინეთთან პოლიტიკაში ძალიან მკაფიოა, ამიტომ ანაკლიაც ამერიკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. ჰელსინკის კომისიის განცხადებას ხელს როჯერ უიკერი აწერს, სენატორი, რომელიც ასევე უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელიცაა და დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი.

კობახიძის გუნდს დაანონსებული აქვს, რომ აპრილის დასაწყისში ანაკლიის პორტის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. ანუ, დღე-დღეზე სტრატეგიულ ობიექტი ჩინეთის ხელში უნდა აღმოჩნდეს. ჩინური კომპანია, რომელთანაც სახელმწიფო კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, ამერიკული სანქციების ქვეშაა, რაც ნიშნავს, რომ პორტის პროექტი თავიდანვე განწირულია.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.