რეჟიმის რეპრესიული კანონის საგანგაშო გავლენა სამოქალაქო სექტორზე - "ოცნებას" ეუთო/ოდირის უმწვავესი კრიტიკა წამოეწია
მალე რაჟდენ კუპრაშვილის ერთ-ერთი ფუნქცია სხვისი ელექტრონული წერილების წაკითხვა იქნება. საქმე ეხება რუსული კანონის ახალ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული პირები ვალდებული იქნებიან, ვიდრე ვინმესთან მეილს გააგზავნიან, ასლი რაჟდენ კუპრაშვილს წააკითხონ.
მესამედ მიღებულ რუსულ კანონზე "ქართულ ოცნებას" ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნაც წამოეწია. როგორც ჩანს, ოდირმა კარგად იცის "ქართული ოცნების" მთავარი არგუმენტი, ამიტომაც ივანიშვილის პარტიას ურჩევს, რომ სხვა ქვეყნიდან კანონების გადმოტანამდე გაიაზროს, ესადაგება თუ არა ის საქართველოს.
ოდირის შეშფოთებას შეშფოთებით პასუხობენ "ქართულ ოცნებაშიც". ივანიშვილის გუნდი არც უარყოფს, რომ მათთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა დიდ თავის ტკივილად იქცა. რადგანაც, სწორედ მესამე სექტორი საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში სასამართლო სისტემაში, ადამიანის უფლებების, თუ კორუფციის მიმართულებით არსებობს.
დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.