საქართველოში არის სრული კორუფცია, განუკითხაობა, ნეპოტიზმი და მაფია, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყანა-ხაზარაძე
ქვეყანაში არის სრული კორუფცია, განუკითხაობა, ნეპოტიზმი და მაფია, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყანა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში არის მაფიოზური, რუსული, საბჭოური მართვის სისტემა, რადგან ივანიშვილმა დემოკრატიული მართვის სისტემა არ იცის.
ქვეყანაში არის სრული კორუფცია, განუკითხაობა, ნეპოტიზმი და მაფია, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყანა. ეს არის მაფია, რომელიც სულდგმულობს არა იმ 3-5 ათასი ლარით,რომელიც ოფიციალურად აქვთ, არამედ გაცილებით დიდი შემოსავლით და მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთ დღესაც, როდესაც ეს ხელისუფლება იქნება სერიოზულად განდევნილი პოლიტკური ასპარეზიდან, ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ. კარტა არ მჭირდება და რამეს ვიზამ- ამათ თავისი “ოფშიაკი“ აქვთ, საერთო ყულაბა აქვთ და გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთზე, კორუფციით, ბიძინას უზარმაზარი კატალოგებით, ამათი კორუფციული საქმეებით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ააფეთქოს ეს, ჩანაწერებით. ეს არის მართვის სისტემა. მან დემოკრატიული მართვის სიტემა არ იცის. ეს არის მაფიოზური, რუსული, საბჭოური მართვის სისტემა. ეს ხალხი, ზოგი ნებით, ზოგი დაყვავებით, ჩათრეულები არიან ამაში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს მოურეველი ძალაა, ეს არის კრიმინალური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს თავისი ყულაბა. ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას დავამარცხებთ,- განაცხადა ხაზარაძემ.