პარტიები რომ აკრძალონ, ვერ აკრძალავენ ქართველ ხალხს და იმ პროტესტს, რომელიც არსებობს-მამუკა ხაზარაძე
“პარტიები რომ აკრძალოს, ვერ აკრძალავს ქართველ ხალხს, იმ პროტესტს და ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომელიც არსებობს“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, მიუხედავად, აიკრძალება თუ არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია, ან პარტიის ნომერი.
არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, თუმცა, პარტიები რომ აკრძალოს, ვერ აკრძალავს ქართველ ხალხს, იმ პროტესტს და ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომელიც არსებობს. შეიძლება რომელიმე პარტიის ნომერი აკრძლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ განწყობას და სულისკვეთებას აკრძალავს, ეს ნომერი არ იქნება, სხვა ნომერი იქნება, სხვა ოპოზიციური პარტია იქნება, რადგან ახლა ქვეყანა დგას სასწორზე. ქვეყნის დაკარგვა არ დაკარგვაზე, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, უმუშევრობაზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.