ქვეყანა ჩიხშია შესული, იძულებულები გახდებიან, ახალი არჩევნები დაინიშნოს- მამუკა ხაზარაძე

03.04.25 22:09
ქვეყანა ჩიხშია შესული, იძულებულები გახდებიან, ახალი არჩევნები დაინიშნოს- მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება და ეს დროის ამბავია, რადგან ქვეყანა ჩიხშია შესული.

ხაზარაძის თქმით, “ასეთ ცვლილებას დიდი მოთმინება და სიმტკიცე სჭირდება და ვინც ამ ჭიდილში გაუძლებს, ის იქნება გამარჯვებული.“

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ “გადაცემა “რეაქციაში“.

ქვეყანა ჩიხშია შესული, იძულებულები გახდებიან, ახალი არჩევნები დაინიშნოს, ეს არის დროის ამბავი. არავინ არც მუქარის გამო, არც ციხეში ჩაჯდომის გამო, არ უნდა შეშინდეს, მე იმ პოზიციიდან ვლაპარაკობ, რომ მეც მემუქრება ეს. მე იმ 54 პოლიტპატიმარს მივმართავ და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც ქუჩაშია, ასეთ ცვლილებას დიდი მოთმინება და სიმტკიცე სჭირდება და ვინც ამ ჭიდილში გაუძლებს, ის იქნება გამარჯვებული, აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, საბოლოო ჯამში. უნდა გავუძლოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და დარწმუნებული ვარ, მივიყვანთ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა არ აქვს. არის რუსეთი და არის თავისუფალი სამაყრო, რომელსაც უნდა დაგაბრუნოს ისტორიულ ფესვებთან, რომელიც არის ევროპა“,- განაცხადა ხაზარაძემ.