ანაკლია არის კავკასიის კარიბჭე მთელ მსოფლიოში, ამიტომ, ვინ იქნება პარტნიორი, თაობებზე ექნება ზეგავლენა-ხაზარაძე
ანაკლია არის კავკასიის კარიბჭე მთელ მსოფლიოში, ამიტომ, ვინ იქნება პარტნიორი თაობებზე ექნება ზეგავლენა-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მომავალში ვისი კანონებით და ვის პლატფორმაზე მიიღებ კორეულ, ჩინურ, იაპონურ თუ სხვა ინვესტიციას.
“აუცილებლად ეს პლატფორმა უნდა იყოს ქართული, ამერიკულ- ევროპული“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ანაკლია არის კავკასიის კარიბჭე მთელ მსოფლიოში, ამიტომ, ჩვენ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში არ აქვს მნიშვნელობა, თაობებზე ექნება ზეგავლენა, თუ ვისთან ერთად პარტნიორდები. თავისუფალი სავაჭრო ამბავი შემდეგი რაღაცაა, ვისი კანონებით და ვის პლატფორმაზე მიიღებ შენ მომავალში კორეულ, ჩინურ, იაპონურ თუ სხვა ინვესტიციას, აუცილებლად ეს პლატფორმა უნდა იყოს ქართული, ამერიკულ- ევროპული. თქვენ გახსოვთ ჩვენ შეთავაზება, როდესაც ვერ გადაწყვიტეს ვისთვის მიეცათ, ჩვენთვის და ამერიკისთვის თუ ჩინური სახელმწიფო კომპანიისთვის, ოფიციალური წერილით მივწერეთ ჩინურ მხარეს, ერთი მესამედის პრინციპით გაგვეკეთებინა და ამ პრინციპში ოქროს აქცია ჰქონდა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების გარეშე, 5 მილიონის დოლარის ზემოთ პროექტში, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერავინ, ეს არის პროექტის მართვა. მაგრამ როდესაც 100 პროცენტს აძლევ, შენ არ გაქვს 400 მილიონი, რომ 51 პროცენტი დააფიქსირო, ჩვენ შემთხვევაში უცხოური ფულით კეთდებოდა და მერე 100 პროცენტი უბრუნდებოდა სახელმწიფოს“,- განაცხადა ხაზარაძემ.