ივანიშვილის პარლამენტი გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს დღეს აირჩევს

04.04.25 10:26
ივანიშვილის პარლამენტი გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს დღეს აირჩევს

ივანიშვილის პარლამენტი გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს დღეს პლენარულ სხდომაზე აირჩევს. უსაფრთხოების სამსახურს ირაკლი კობახიძე საკუთარი კადრით აკომპლექტებს და ლილუაშვილს სავარძელს ანრი ოხანაშვილს სთავაზობს. 

ერთ დროს ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი კაცი, გრიგოლ ლილუაშვილი კი მომავალი კვირიდან სუსიდან  რეგიონებში გადაინაცვლებს.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ლილუაშვილს ოლიგარქმა მისი მილიონების მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვა არ აპატია. 

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თანამდებობას, ამ პოზიციას “ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაიკავებს.