ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს
ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გაბიტაშვილის უწყებაში 14:00 საათზეა დაბარებული.
ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. ჯერჯერობით უცნობია, რას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთი ღონისძების სახით პოლიტიკოსის დასასჯელად.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არც "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოცხადდა, რის შემდეგაც წულუკიანმა მას უჩივლა. საბოლოოდ, ხაზარაძეს მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.