"ოცნების" წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო მძლავრად გაგრძელდება - ხაზარაძე

04.04.25 11:40
"ოცნების" წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო მძლავრად გაგრძელდება - ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მიერ უმოკლეს დროში მიღებული კანონები დასავლეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება.  

ქვეყანას არ დაუტოვეს არცერთი მეგობარი. თქვენ ხედავთ, რომ გავა დღე, რომ სანქცია არ წამოეწიოს რომელიმე ჩინოვნიკს, მოსამართლეს ან პროკურორს და ეს პროცესი უფრო მძლავრად გაგრძელდება. საქმეში ჩაერთო დიდი ბრიტანეთი, რომელიც არის ძალიან მკაფიო და პირდაპირი ხაზის გამტარებელი ამ მიმართულებით. სანამ შემოვიდოდი, ახალი რეგულაცია შემოიღეს, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც არის ბრიტანეთში დარეგისტრირებული და რაღაც კავშირი აქვს რუსეთთან, უნდა მოხდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია და თქვენ იცით, რომ საქართველოდან არიან ასეთი კომპანიები, რომლებიც აქ აღვირახსნილ რუსულ პროპაგანდას ეწევიან. ასე რომ, ყველაფერი წინ არის, - ამბობს მამუა ხაზარაძე. 

"ქართული ოცნების" მიერ მოკლე დროში მიღებული დრაკონული კანონები კრიტიკას ვერ უძლებ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ფაქტრობივად, ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტია საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. საუბარია ამერიკული ფარას ეგრედწოდებული ანალოგი რუსული კანონის შესახებ, მედიის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი კანონებისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად მოფიქრებულ ცვლილებებზე. საერთაშორიოო პარტნიორები "ოცნებას" პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათი კანონები დემოკრატიას კლავს და პლურალიზმის დემონტაჟს ახდენს.