რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს ივანიშვილის გუნდი - რას ამბობენ "ოცნებაში"

04.04.25 14:19
რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს ივანიშვილის გუნდი - რას ამბობენ "ოცნებაში"

"ოცნება" არ აკონკრეტებს, რომელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას გეგმავს. ამასთან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ფაშისტურ პარტიასთან" ერთად მისი მემკვიდრე პარტიებიც აიკრძალება. 

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარეს თქმით, საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. 

არაფერი იცვლება პარტიებთან დაკავშირებით აკრძალვაში. ეს როგორც იყო დებულებები და წინაპირობა, ასევე არის. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვამატებთ, არის ე.წ. მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც ასევე ყველგან არსებობს. როდესაც კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შესაბამისი სუბიექტი და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოვ, თქვენ ცოტა ხნის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადეთ ფაშისტური პარტია და მასში მყოფი ფაშისტების წავიდნენ და დააფუძნეს პარტია Y.

უპირველეს ყოვლისა, ამაზე მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო. თუ აღმოჩნდება, რომ სოკოსავით შემდეგ შეიქმნა ახალი პარტია, სადაც იგივე ხალხი, იგივე იდეოლოგიით, იგივე მიზნით და პლატფორმით გაერთიანდებიან, აბა, რისთვის ვკრძალავთ?, - ამბობს პაპუაშვილი. 

 

ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.