ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაშ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მზადდება

04.04.25 14:33
ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაშ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მზადდება

ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იანიშვილის პარლამენტმა ლილუაშვილის შემცვლელად აირჩია, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევებზე ისაუბრა.

ოხანაშვილი ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგი მზადდება. მან განსაკუთრებული ყურადღება ჰიბრიდული ომის საკითხს დაუთმო და ირწმუნებოდა, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები და მათთან დაკავშირებული კერძო პირები საინფორმაციო ომს აწარმოებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, ამ მხრივ რესურსების მობილიზება.

თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ჰიბრიდულ საფრთხეებზე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბდირული საფრთხეების საკითხი, ამის ერთ-ერთი მაგალითია, სხვადასხვა უცხოური ძალსა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შემდეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები.

სუსი უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას. მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც, - თქვა ოხანაშვილმა.