"პრივატიზებულია პროკურატურაც და სასამართლოც" - ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

04.04.25 15:22
"პრივატიზებულია პროკურატურაც და სასამართლოც" - ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

 

 

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. 

ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

„ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ხელისუფლება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.