კობახიძე მარგუს ცაჰკნას დიფ სთეითის "დავალებების შესრულებაში" ადანაშაულებს

04.04.25 15:28
კობახიძე მარგუს ცაჰკნას დიფ სთეითის "დავალებების შესრულებაში" ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნე ამჯერად ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავსირმა საქართველოსთან შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე იმსჯელოს.

არალეგიტიმური პრემიერი დღეს ამტკიცებდა, რომ მარგუს ცაჰკნა დიფ სთეითის დავალებების შემსრულებელია.  

ეს კონკრეტული იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის ერთ-ეღთი დიფ სთეითის დავალებების შემსრულებელი, რომელიც ახოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზანილებს. ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს, - თქვა კობახიძემ.