ემზადება თუ არა ივანიშვილის რეჟიმი მომავალი არჩევნების გასაყალბებლად? - ცესკოს ახალი დადგენილება
ემზადება თუ არა ივანიშვილის რეჟიმი მომავალი არჩევნების გასაყალბებლად? - ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო.
ცვლილებების მიხედვით, იზღუდება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა, რადგან დადგენილებაში წერია, რომ დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისა და გადამოწმების უფლება აღარ ექნებათ. მათ აღარ შეეძლებათ გამოავლინონ ე.წ. კარუსელში მონაწილე პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ხმის მიცემას შეეცდებიან.
"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ცესკოს ახალი დადგენილება "ნიშნავს იმას, რომ გაყალბებისთვის ემზადებიან"
უბრალოდ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩანს უფრო დიდი დოზით უნდათ ამის გაკეთება და თან რაღაც გარანტიებს იქმნიან, რომ ეს ვერავინ ვერ აღმოაჩინოს - ამბობს ლომჯარია.
იკრძალება დაკვირვება და გადამოწმება მათ შორის აპარატებზე გამოჩენილი პირი ანუ პირადობის მოწმობით იდენტიფიცირებული პირი არის თუ არა ნამდვილად ის ადამიანი, ვინც მოვიდა ამ პირადობის მოწმობით. ანუ კრძალავენ დაკვირვებას. ეს სქემა იცით, რომ გამოავლინა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და უბრალოდ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩანს უფრო დიდი დოზით უნდათ ამის გაკეთება და თან რაღაც გარანტიებს იქმნიან, რომ ეს ვერავინ ვერ აღმოაჩინოს. მაგალითად თუ რეალურად კაცი მოვიდა ქალის პირადობით და ამას ვერავინ ვერ გაიგებს, იმიტომ რომ არცერთ იქ უბანზე მყოფ პირს არ ექნება უფლება, რომ გადაიმოწმოს ვისი პირადობის მოწმობით არის მოსული ამომრჩეველი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაყალბებისთვის ემზადებიან, გალაყებების დაფარვისთვის ემზადებიან. მხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში არის აკრძალული დაკვირვება საარჩევნო უბანზე და შესაძლებელია გაიგო რეალურად ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისულია თუ არა ნამდვილი პირადობის მოწმობით ", - ამბობს ნინო ლომჯარია.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, ნინო დოლიძე კი ამბობს, რომ ორგანიზაცია ცესკოს დადგენილების ამ ჩანაწერს გაასაჩივრებს, რადგან ეს ცვლილება დამკვირვებლის უფლებების შესაზღუდად არის განხორციელებული.
დამკვირვებელს არ შეეძლება ამომრჩეველს მოსთხოვოს პირადობის მოწმობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ამომრჩევლის სხვისი პირადობის მოწმობით მივიდეს ისე, რომ ჩვენ ამის გადამოწმების საშუალება არ გვექნება. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება ამომრჩევლის შეფერხება მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია,რომ ეს არ იქნება გამოყენებული ისე, რომ დამკვირვებლის უფლება შეიზღუდოს და ამას არ ჰქონდეს უფლება გადაადგილდებოდეს თავისუფლად უბანზე, ამიტომ ეს ცვლილება განხორციელებულია დამკვირვებლის უფლებების შესაზღუდად. ეს მიმართულია იმისაკენ, რომ უფრო რთული აღმოჩნდეს დამკვირვებლისთვის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისად გზა გაეხსნება ისეთ პრობლემებს, რომელიც წინა არჩევნების დროსაც გვინახავს. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ ჩანაწერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ ამოღებული და გაუქმებული იქნეს ეს ჩანაწერი ", - ამბობს ნინო დოლიძე.
"ამ დადგენილებით რეალური დაკვირვება შეიზღუდება", - ამბობს ანა კობახიძე
ამ დადგენილებით რეალური დაკვირვება შეიზღუდება და ფაქტობრივად აღარ იქნება და დადგენილებაში გაწერეს ის პროცედურები, რასაც პრაქტიკაში ისედაც აკეთებდნენ, რომ არ აძლევდნენ დამკვირვებლებს საშუალება მიმდინარეობდა თუ არა კარუსელი ან ერთი და იგივე ადამიანი აძლევდა თუ არა სხვის მაგივრად ხმას და ასე შემდეგ ანუ რა პრობლემებიც იყო უბანზე ეს შეზღუდეს ამ დადგენილებით, რაც იმას ნიშნავს, როგორც ერთპარტიული საარჩევნო კომისია, ანუ :ქართული ოცნების" დანაყოფი ასრულებს ყველა იმ დავალების, რასაც იღებს მმართველი პარტიიდან და ახლა უკვე პრაქტიკაში შეასრულოს და ხელს შეუწყობს არჩევნებში მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება" თავისუფლად მოქმედებდეს", - ამბობს ანა კობახიძე