ქაოსი "ოცნებაში" - გრიგოლ ლილუაშვილი რეჟიმის მინისტრი აღარ იქნება
გრიგოლ ლილუაშვილი ჯერ სუსის უფროსობიდან ვადაზე ადრე გაუშვეს, შემდეგ მინისტრობიდან დანიშვნამდე გადააყენეს. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილმა ყველაზე სანდო და ყველაზე ინფორმირებული პირი პროცესებიდან მთლიანად ჩახსნა. მიზეზი დაპირისპირებაა. ირაკლი კობახიძის კომენტარი აჩენს ეჭვს, რომ ლილუაშვილისთვის ახალი სამინისტრო ისე შექმნეს და მისი გადაყვანა ისე გადაწყვიტეს, რომ შეთანხმებული, ფაქტობრივად, არაფერზე ყოფილან.
გრიგოლ ლილუაშვილი თავადაც ამბობდა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკურ თანამდებობაზე საკუთარ თავს არ განიხილავდა და თუკი ივანიშვილს შემოთავაზება ექნებოდა, არ დათანხმდებოდა. არაა გამორიცხული, რომ ლილუაშვილს თავად ეთქვა უარი ახალ თანამდებობაზე.
კობახიძის კომენტარი, რომ გუნდიდა წასვლაზე უარი ლილუაშვილმა მოადგილეების თემაზე შეუთანხმებოლობის გამო თქვა, არადამაჯერებელია.
ლილუაშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. ის არც ამერიკული და არც ბრიტანული სანქციების ქვეშ არ მოხვედრილა. ბოლომდე ინარჩუნებდა კავშირებს შტატებთან. ლილუაშვილი, საჯარო წყაროებში არსებული ინფომაციით, ამერიკაში ვიზიტითაც იყო ჩასული. როგორც პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობდნენ, ის ივანიშვილმა კონკრეტული მიზნით გაუშვა - გაერკვია, რას უპირებდნენ ოლიგარქს ამერიკელი პარტნიორები.
რა მოხდა მასსა და ივანიშვილს შორის - ალბათ მალე გამოჩნდება, თუმცა ორდღიანი საკადრო ცვლილება გარე დამკვირვებლებისთვის ცხადს ხდის, რომ "ოცნებაში" ქაოსია და ეს შესაძლოა, იყოს სანქციების ეფექტიც.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.