ბრიტანული სანქციების ეფექტი - კობახიძე სასამართლო ბოსებს გადაეფარა
ირაკლი კობახიძემ დღეს სანქცირებულ მოსამართლეებს მორჩილების გამო მადლობა გადაუხადა. ბრიტანეთის სანქციებიდან ორი დღის შემდეგ ივანიშვილის პრემიერი სასამართლო კლანის ბოსებს დასამშვიდებლად შეხვდა. ლევან მურუსიძის ერთი კადრიც კარგად ასახავს, ამერიკის და ახლა უკვე ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მოსამართლის მდგომაროებას. სანქცირებული ჩინჩალაძე დღევანდელ შეხვედრაზე არ ჩანდა.
იყო რევერანსები და ქება და ქება კობახიძისგან. თავდასხმა ბრიტანელ პარტნიორებზე და ტრადიციულად დიფ სთეითის გავლენა. დღეს, კობახიძემ აღიარა, რომ ბრიტანული სანქციები სისხლის სამართლის დანაშაულს უტოლდება.
კობახიძე სანქციებმა წყობიდან გამოიყვანა. გალანძღა ბრიტანეთის, ესტონეთის და საფრანგეთისს მთავრობა. თავს დაესხა ესტონელ მინისტრს, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის გადახედვას გეგმავს, თუ დე-ფაქტო ხელისუფლება ხალხზე ძალადობას, უკანონო დევნას და პატიმრებას და ოპოზიციის აკრძალვას არ შეწყვეტს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.