ბადრი ჯაფარიძე ვერდიქტის მოლოდინშია - ოპოზიციონერ ლიდერს ბრალი წაუყენეს

04.04.25 20:16
ბადრი ჯაფარიძე ვერდიქტის მოლოდინშია - ოპოზიციონერ ლიდერს ბრალი წაუყენეს

ბადრი ჯაფარიძე ოფიციალურად უკვე ბრალდებულია. ოლიგარქის რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად პროკურატურას იყენებს. ჯაფარიძეს ბრალს წულუკიანი კომისიის ბოიკოტირების გამო წაუყენეს. "ძლიერ საქართველოს" ორივე ლიდერი ახლა უკვე ბრალდებულია. 

პროკურატურას ახლა 24 საათიანი ვადა აქვს სასაამრთლოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართოს. სავარაუდოდ, ჯაფარიძე ხაზარაძის გზას გაივლის.

რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 50 ათასი ლარითს გირაოთი მოსამართლემ თქვა, რომ წულუკიანის მოთხოვნის შეუსრულებლობა სწორედ ეს თანხა ღირს.

პოლიტიკური რეპრესიების ფონზე "ძლიერი საქართველო" საჩივრით  ევროსასამართლოს მიმართავს. საგანგებო განცხადება კოალიციის ლიერებმა პროკურატურასთან გააკეთეს. წულუკიანს თავის მართლება ე.წ კომისიაზე გაკეთებული ბრალდებების გამო მოუწევს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.