პოლიტიკური მორჩილება თუ კვალიფიკაცია - როგორ ნიშნავს რეჟიმი მოსამართლეებს
უზენაესი სასამართლოდან საკონსტიტუციოში ახალ წევრად რევაზ ნადარაია მიავლინეს. ის ხვიჩა კიკილაშვილს ჩაანაცვლებს.
ნადარაია კლანის მაქებართა სიაში ერთ-ერთ ფავორიტ ადგილს იკავებს. რამდენჯერაც საჯაროდ გამოჩნდა, იმდენჯერ შეეცადა, დასანქცირებული კლანისთვის ერთგულება დაემტკიცებინა. არსებობს ეჭვებიც "ოცნებასთან" მის გარიგებაზეც.
2021 წელს პარლამენტში გამართულ გასაუბრებაზე ნადარაიამ პროფესიულ კითხვებს ვერ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ მურუსიძესთან ურთიერთობით ამაყობს.
უფრო მეტიც, 2023 წლის 7 აპრილს მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ამერიკის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს თანადგომა გამოუცხადა.
სწორედ ამიტომ სასამართლო ბოსების მსახურებითვის მონური მორჩილების დაფასება იურისტებს არ უკვირთ. მათ კარგად ახსოვთ სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმე, რომლის ფიგურანტიც სწორედ ნადარიაა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.