საქალაქო სასამართლოში დღეს ბადრი ჯაფარიძის პროცესი ჩაინიშნა

05.04.25 10:46
საქალაქო სასამართლოში დღეს ბადრი ჯაფარიძის პროცესი ჩაინიშნა

საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:30-ზე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პროცესი ჩაინიშნა.

საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

გუშინ პროკურატურამ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. 

ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.