სულხან თამაზაშვილის ოჯახი არის ძალიან ახლოს ივანიშვილთან - ხატია დეკანოიძე

05.04.25 11:27
სულხან თამაზაშვილის ოჯახი არის ძალიან ახლოს ივანიშვილთან - ხატია დეკანოიძე

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სულხან თამაზაშვილი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, ბიძინა ივანიშვილთან ოჯახით ძალიან დააახლოებული პირია. 

დეკანოიძის თქმით, ასეთი ახლო კავშირები შეიძლება ოლიგარქისთვის უფრო მეტი სიმშვიდის გარანტია იყოს, თუმცა ის ფაქტი, რომ სანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსანი ინიშნება აჭარაში უმაღლეს თანამდებობაზე, ოპოზიციონერის განცხადებით, ეს კარგად აჩვენებს, თუ როგორ უყურებს ივანიშვილი და მისი გუნდი საერთაშორისო მეგობრების სანქციებს.

ეს ადამიანი, რომელიც სანქცირებულია და აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა, მისი ოჯახი არის ბიძინა ივანიშვილთან  ძალიან ახლოს. ეს ნიშნავს ივანიშვილისთვის, შეიძლება უფრო მეტი სიმშვიდის გარანტიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს სიმშვიდის გარანტიები მას არ ექნება. სანქცირებული პოლიციის უფროსის დანიშვნა და დაწინაურება არის რეჟიმის კიდევ ერთი დამოკიდებულება, თუ როგორ უყურებს ის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების სანქციებს. ფიქრობს, რომ მე დავაწინაურე და ძვალი გადავუგდე სანქცირებულ პოლიციელებს და ნახეთ ეხლა ისინი ისევ ლოიალურები იქნებიან, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან დიდი უკმაყოფილო თვითონ ამ ადამიანებში, იმიტომ რომ მათ ხშირ შემთხვევაში გაყინული აქვთ სახელფასო ბარათები და არ იციან, როგორი იქნება მათი მომავალი", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ქართულმა ოცნებამ" გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინა. დამტკიცების შემდეგ თამაზაშვილი ამ პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს შეცვლის. 

სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. გაერთიანებულმა სამეფომ თამაზაშვილს, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს, სანქციები 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო დაუწესა. 

სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.

მსგავსი სიახლეები